ვლადიმერ ბოჟაძე: „ფარა“ თითქმის ერთი საუკუნეა იცავს ამერიკას უცხოური გავლენებისგან. ამიტომ, გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას, მივიღოთ „ფარას“ ანალოგი

„უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს“ პარლამენტში პირველი მოსმენით განიხილავენ. საკითხს ჟურნალისტებთან საუბრისას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვლადიმერ ბოჟაძე გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ფარა“ თითქმის ერთი საუკუნეა იცავს ამერიკას უცხოური გავლენებისგან.

„ასევე, კანონმდებლობაში არაერთხელ შევიდა დამატებითი ცვლილებები და „ფარა“ არის ის კანონი, რომელიც ყველაზე კარგად იცავს უცხოური გავლენებისგან სახელმწიფოს. ამიტომ, გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას, მივიღოთ „ფარას“ ანალოგი. სიტყვა-სიტყვით იყოს ნათარგმნი და რა თქმა უნდა, მორგებული იყოს საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას.