გურამ მაჭარაშვილი: გერმანიის მთავრობამ თვითნებურად და დაუსაბუთებლად შსს-ს რამდენიმე წარმომადგენელს გერმანიაში შესვლაზე შეზღუდვა დაუწესა, ნათელია, რომ ეს განცხადება არის მუქარით გამყარებული მართლმსაჯულებაზე ზეწოლა

გურამ მაჭარაშვილი: გერმანიის მთავრობამ თვითნებურად და დაუსაბუთებლად შსს-ს რამდენიმე წარმომადგენელს გერმანიაში შესვლაზე შეზღუდვა დაუწესა, ნათელია, რომ ეს განცხადება არის მუქარით გამყარებული მართლმსაჯულებაზე ზეწოლა

ცოტა ხნის წინ, გერმანიის მთავრობამ თვითნებურად და დაუსაბუთებლად შსს-ს რამდენიმე წარმომადგენელს გერმანიაში შესვლაზე შეზღუდვა დაუწესა, ნათელია, რომ ეს განცხადება არის მუქარით გამყარებული მართლმსაჯულებაზე ზეწოლა, ასე ღიად ემუქრებიან საქართველოს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მანვე აღნიშნა, რომ ანალენა ბერბოკისგან გამოხატვის თავისუფლებასა და თმენის ვალდებულებაზე მითითება სხვა არაფერია თუ არა ფარისევლობა.

„ფაქტი ერთია, "სულელის" და "ტერორისტის" დაძახების გამო მოქალაქის სისხლის სამართლის წესით მდევნელი მინისტრისგან გამოხატვის თავისუფლებასა და თმენის ვალდებულებაზე მითითება სხვა არაფერია თუ არა ფარისევლობა, რასაც, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, გერმანელი პოლიტიკოსებისგან შეჩვეული ვართ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. 

მისივე თქმით, ბერბოკი, როთი და მათი მოქმედი მთავრობა ემსახურებიან დიფ სთეითს და ანგრევენ გერმანიას - საქართველოს კი ჰყავს ეროვნული ხელისუფლება.

„საქმე იმაშია, რომ ბერბოკის ეს ხელწერა ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, რამეთუ ბერბოკის მსგავსი აგენტები ჩვენთანაც მრავლად არიან. ასევე გასაკვირი აღარ არის, რომ არც ბერბოკს, არც როთს და არც ეკონომიკის მინისტრს გერმანია არ ანაღვლებს. ისევე როგორც საქართველო არ ადარდებს აქაურ მათ წარმომადგენლებს. ჩვენ უნდა აღნიშნოთ, რომ სწორედ ასეთი ბერბოკებისგან და როთებისგან დავიცავით ჩვენი ქვეყანა, როდესაც გამოვედით ჩვენ, „ხალხის ძალა“,  უმრავლესობის რიგებიდან და ხალხს სიმართლე ვუთხარით. რითაც მივეცით საშუალება, რომ საქართველოში ეროვნული ხელისუფლება დარჩენილიყო და ეროვნულ ხელისუფლებას მივეცით ჩვენი პოლიტიკით იმის საშუალება, რომ ბოლომდე მიეყვანა და აეცილებინა თავიდან ის უბედურებები, რომელიც ეხლა უკრაინაში ხდება და ის უსამართლობები, რომელიც ხდება ევროპაში. ამიტომ ყავს დღეს საქართველოს ეროვნული ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, რომ გაამყაროს სუვერენიტეტი და არავის მისცეს უფლება, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეურაცხმყოფელი შეტევა დაუშვას“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.