CNN: ამერიკული დახმარების გარეშე უკრაინის შეიარაღებული ძალები ზაფხულის დასაწყისამდე გაძლებს

CNN: ამერიკული დახმარების გარეშე უკრაინის შეიარაღებული ძალები ზაფხულის დასაწყისამდე გაძლებს

უკრაინის შეიარაღებული ძალები აშშ-ის სამხედრო დახმარების გარეშე რუსეთთან ომში ზაფხულის დასაწყისამდე გაძლებს. ინფორმაციას CNN-ი ერთ-ერთ ევროპელ ჩინოვნიკზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ევროპელმა ჩინოვნიკმა განაცხადა, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერების შესახებ არის „მცირე და არასწორი“.

მისი თქმით, ეს უკრაინელ ხალხში აშშ-ის მთავრობის მიმართ ნდობას შეამცირებს. ევროპელმა ჩინოვნიკმა აგრეთვე განაცხადა, რომ დახმარების შემცირებას უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის ზრდა მოჰყვება, რადგან ქვეყანა რუსეთის საჰაერო იერიშებისგან თავს ვერ დაიცავს, ვინაიდან მას ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების მარაგი ამოეწურება.

„მე ძალიან გულდაწყვეტილი ვარ“, - ციტირებს CNN-ი ევროპელ ჩინოვნიკს.

როგორც მან აღნიშნა, თუ უკრაინა არსებულ საბრძოლო ტემპს შეინარჩუნებს, ის რამდენიმე კვირას გაძლებს, შესაძლოა ზაფხულის დასაწყისამდე, სანამ ამერიკის გადაწყვეტილებას სერიოზული შედეგები მოჰყვება.

როგორც ტელეარხი აღნიშნავს, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მმართველობის ბოლო დღეებში უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება დააჩქარა და ის შეტევითი იარაღის დიდი მარაგით უზრუნველყო. ამ იარაღმა, მათ შორის შორი მანძილზე მოქმედი ATACMS-ის რაკეტებმა უკრაინას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განხორციელების შესაძლებლობა მისცა.

როგორც CNN-ი წერს, მიუხედავად იმისა, რომ ევროპამ, შესაძლოა, ჩაანაცვლოს ამერიკული საარტილერიო ჭურვები, ყველაზე თანამედროვე იარაღი, რომელსაც კიევი ფრონტის ხაზზე იყენებს, მაინც ამერიკულია.

Aburjga Tasmanieli ვერ გაძლებენ. უნდა შეუწყვიტოს დახმარება. ამით 100 000 უკრაინელი და რუსი ნათესავი და ბიძაშვილი გადარჩება ცოცხალი! ახლა ამერიკა რომ 500 მილიარდ დოლარიან ვალს ადებს და უკრაინის წიაღისეულის დაპატრონებას აპირებს (დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, გერმანია, საფრანგეთი და კიდევ სხვა ათასი ჯურის არამზადა ქვეყანა რომ თავისას მოსთხოვს ამაზე აღარაფერს ვამბობ!!!) ამისთანას რას დაუშავებდა რუსეთი რომელიც დედა ბუდიანად მტრად გამოაცხადეს უკრაინელებმა?! ასეთი სისულელის და ბოროტების გამო დაისჯებიან, ღმერთი მაღალია!
2 საათის უკან