Reuters: ტრამპის ადმინისტრაციამ სახელმწიფო დეპარტამენტსა და ხაზინის დეპარტამენტს დაავალა, მოამზადონ იმ სანქციების სია, რომლის შემსუბუქება შესაძლებელი იქნება რუსეთთან მოლაპარაკებების დროს

Reuters: ტრამპის ადმინისტრაციამ სახელმწიფო დეპარტამენტსა და ხაზინის დეპარტამენტს დაავალა, მოამზადონ იმ სანქციების სია, რომლის შემსუბუქება შესაძლებელი იქნება რუსეთთან მოლაპარაკებების დროს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სახელმწიფო დეპარტამენტსა და ხაზინის დეპარტამენტს დაავალა, მოამზადონ იმ სანქციების სია, რომლის შემსუბუქება შესაძლებელი იქნება რუსეთთან მოლაპარაკებების დროს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ამჟამად უწყებები მუშაობენ წინადადებაზე, რომელიც ეხება გარკვეული კომპანიებისა და ფიზიკური პირების, მათ შორის ზოგიერთი რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების მოხსნას“, - აღნიშნულია მასალაში.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ვაშინგტონი განიხილავს სანქციების ნაწილობრივი შემსუბუქების შესაძლებლობას, რათა გააუმჯობესოს ურთიერთობები რუსეთთან და მოიძიოს გზები უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად.