მამუკა მდინარაძე: მოქალაქეს თუ ენდომება, რომ მის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური თავდასხმა თუ ფეიკ-კამპანია გაასაჩივროს, საშუალება ექნება ეს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაშიც გააკეთოს

მამუკა მდინარაძე: მოქალაქეს თუ ენდომება, რომ მის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური თავდასხმა თუ ფეიკ-კამპანია გაასაჩივროს, საშუალება ექნება ეს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაშიც გააკეთოს

ნებისმიერ მოქალაქეს თუ ენდომება, რომ მის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური თავდასხმაა, ფეიკ კამპანია, თუ ცრუ ინფორმაცია გაასაჩივროს, მას ექნება საშუალება არა მხოლოდ თვითრეგულირების ორგანოში, არამედ კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაშიც გააკეთოს ეს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, თვითრეგულირების საკითხში არსებულ ნორმებ არცერთი ფრაზა არ დაემატება.

„შემდეგი საკითხი არის მედია სტანდარტებთან დაკავშირებული. ესეც არის ძალიან აქტუალური და საინტერესო საკითხი. მივმართავ ყველა ადამიანს, განსაკუთრებით ვინც აპროტესტებს და ამ გაპროტესტებაში მანიპულაციურ, თუ სპეკულაციურ შინაარსს დებს. არც ერთი ფრაზა ამ შემთხვევაშიც არ იქნება დამატებული არსებულ ნორმებზე. საუბარია იმ ნორმებზე, რომელიც აღიარებული, მიღებული, დაკანონებული იქნა საქართველოში, ოღონდ ეს ეხებოდა თვითრეგულაციის საკითხებს. ანუ, მასზე პასუხისმგებლობა აღებული ჰქონდათ თავად მედია ორგანიზაციებს. განსხვავება იქნება მხოლოდ ერთი, ის, რომ როდესაც მოქალაქეს ან ნებისმიერ სუბიექტს, რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკოსი იქნება თუ არა პოლიტიკოსი, ჩვეულებრივი საჯარო თუ არასაჯარო პირი, მოუნდება, რომ მის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური თავდასხმაა, ფეიკ კამპანია, თუ ცრუ ინფორმაცია გაასაჩივროს, მას ექნება საშუალება არა მხოლოდ თვითრეგულირების ორგანოში, არამედ კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაშიც გააკეთოს ეს.

ანუ, თქვენ თუ მიგაჩნიათ, რომ რომელიმე ტელევიზიამ თქვენ მიმართ გაავრცელა Fake-ი, თქვენ გექნებათ არჩევანის საშუალება. მაგალითად, თუ „ტვ პირველი“ გავრცელებს ფეიკს თქვენს წინააღმდეგ, თქვენ თუ ენდობით მაინც, შეგიძლიათ „ტვ პირველშივე“ გაასაჩივროთ, როგორც აქამდე იყო და შედეგები გვახსოვს იყო თუ არ იყო. თუ თქვენ ენდობით სახელმწიფოს, ენდობით კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნული კომისიას, ახლა უკვე, როცა ჩვენ მივიღებთ ამ კანონს, კანონი მოგცემს საშუალებას გაასაჩივროთ ამ ორგანოში. სხვა ცვლილება აქ არ იქნება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ თვით რეგულირებიდან გადმოდის სახელმწიფო რეგულირების სფეროში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თვითრეგულირებას ვაქრობთ - თვითრეგულირება რჩება. მოქალაქეს შეეძლება თვითრეგულირების ორგანოში გასაჩივროს მის მიმართ განხორციელებული ქმედება მედიისა, მაგრამ ემატება სახელმწიფო რეგულირებაც“, - აღნიშნა მდინარაძემ.