საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოსთვის სანქციების დაწესების თემას ეხმიანება.
„სანქციებზე და ლიეტუვაზე გამახსენდა. ეს პროვოკაციული პოსტი, ლიეტუვის მაშინდელმა ელჩმა, 2022 წლის 26 თებერვალს, ომის დაწყებიდან მეორე დღეს დადო. არ დაიზარა, თბილისის ერთ-ერთ მაღაზიაში რუსული წარმოების კვების პროდუქტები გადაიღო, „ტვიტერზე“ დადო და დაგვამუნათა, გავაჩეროთ რუსეთის ეკონომიკის დახმარებაო.
ომის დაწყებიდან ორი წლის თავზე გაირკვა, რომ, ამასობაში, ლიეტუვა, თურმე, რუსეთში ექსპორტირებული ღვინით მსოფლიოში ნომერი პირველი ქვეყანა გამხდარა. თან ისე, რომ ღვინოს არ აწარმოებს. ყველა, ალბათ, თავად დაფიქრდება, რა არის ამ ისტორიის მორალი“, - წერს შალვა პაპუაშვილი.