ირაკლი გოგავა რუსეთ-უკრაინის ომზე: ომის გაგრძელება სურს ევროპის ელიტას - ევროპამ ბრძოლა გამოუცხადა ტრამპს

ირაკლი გოგავა რუსეთ-უკრაინის ომზე: ომის გაგრძელება სურს ევროპის ელიტას - ევროპამ ბრძოლა გამოუცხადა ტრამპს

პოლიტოლოგმა, ირაკლი გოგავამ „დღის ქრონიკაში“ რუსეთ-უკრაინის ომსა და და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

„ომის გაგრძელება სურს ევროპის ელიტას, უსაფრთხოების გარანტიები წარმოუდგენელია ვინმემ მისცეს. ერთადერთი ვისაც შეუძლია გარანტიების მიცემა, ეს რუსეთია. ამიტომ მეზობელთან მოუწევს საუბარი. მოსწონს არ მოსწონს, ეგ მეორე საკითხია. პასუხისმგებლიანმა პოლიტიკოსმა, საკუთარი მოქალაქეებისა და ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს და ნებისმიერს უნდა დაუჯდეს ვინც მშვიდობას მოიტანს. სამწუხაროდ, უკრაინის დღევანდელი ლიდერი ასე არ ფიქრობს და სხვა ძალებს ემსახურება, რომელთანაც ტრამპს დაპირისპირება და ომი აქვს.

ევროპამ ბრძოლა გამოუცხადა ტრამპს. აშშ არავითარ შემთხვევაში გარანტიებს ოფიციალურად არავის მისცემს, არავის გულისთვის არ იბრძოლებს, განსაკუთრებით ევრაზიის კონტინენტზე, ევროპის ქვეყნებს კი ამის რესურსები არ აქვს, შესაბამისად ადრე თუ გვიან მოუწევთ ამერიკის პირობებზე დათანხმება“, - აღნიშნა პოლიტოლოგმა.

ირაკლი გოგავამ ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი ვეღარ იქნება ისეთი აქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როგორიც იყო 10-15 წლის წინ,.