ლევან მაჭავარიანი: ჩვენი ნომერ პირველი ეროვნული ამოცანა არის ის, რომ გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა და დავიბრუნოთ ჩვენი დროებით დაკარგული ტერიტორიები აფხაზი და ოსი და - ძმების შემორიგების გზით

ლევან მაჭავარიანი: ჩვენი ნომერ პირველი ეროვნული ამოცანა არის ის, რომ გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა და დავიბრუნოთ ჩვენი დროებით დაკარგული ტერიტორიები აფხაზი და ოსი და - ძმების შემორიგების გზით

ჩვენი ნომერ პირველი ეროვნული ამოცანა არის ის, რომ გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა და დავიბრუნოთ ჩვენი დროებით დაკარგული ტერიტორიები აფხაზი და ოსი და - ძმების შემორიგების გზით, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

„ჩვენი ნომერ მეორე ეროვნული ამოცანა არის ის, რომ როგორც ჩვენ დავპირდი მოსახლეობას, წინასაარჩევნო პერიოდში, 2028 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობ ადამიანთა რაოდენობა და უმუშევრობა იყოს 4%-ზე ქვევით. ჩვენი ასევე ეროვნული ამოცანა, რომელიც პრიორიტეტულია არის ის, რომ ჩვენ გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ჩვენ ვაგრძელებთ გაორმაგებული ძალებით ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ნახევარზე მეტი უკვე შესრულებული გვაქვს. 2028 წელს გვექნება უკვე 90%-ზე მეტი შესრულებული“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ტერიტორიული მთლიანობა, სიღარიბის დაძლევა და ევროინტეგრაცია. ხელისუფლება სამთავრობო პროგრამის კონკრეტულ დეტალებზე საუბრობს და ამბობს, რომ სამოქმედო გეგმა სრულად ეროვნულ ინტერესებზე დგას.