გერმანიის ქალაქ მანჰაიმის ცენტრში შავი ფერის მაღალი გამავლობის ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
ინციდენტი ქალაქის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან მოხდა. 25 ადამიანი დაშავდა. ქალაქის საუნივერსიტეტო კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში საავარიო განგაშია გამოცხადებული.
შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. როგორც მედია იუწყება, სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს. მომხდარის მოტივები უცნობია.