ვლადიმერ ბოჟაძე „სამშობლოს ღალატის“ მუხლზე: ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ჩვენი ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგ იქნება მიმართული, რომელიც ისედაც არის დასჯადი მოქმედი კანონმდებლობით, ასევე, მიეცეს სამშობლოს ღალატის შეფასება

მოთხოვნით ვაბრუნებთ ამ მუხლს საიმისოდ, რომ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ჩვენი ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგ იქნება მიმართული, რომელიც ისედაც არის დასჯადი მოქმედი კანონმდებლობით, ასევე, მიეცეს სამშობლოს ღალატის შეფასება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს „სამშობლოს ღალატის“ მუხლის დაბრუნებას.

​​მისი განცხადებით, სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედება ისედაც არის დასჯადი თუმცა მსგავს დანაშაულს დაემატება სამშობლოს მოღალატის შეფასება.

„რატომ სამშობლო და არა სახელმწიფო?“ სამშობლო ჩვენთვის უფრო ფართო მცნებაა ვიდრე სახელმწიფო, იგივე ეკლესია, ჩვენი სხვა ღირებულებები და იდენტობის ნაწილი, რაც გვაქვს და რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანი ვინც მომავალში ჩაიდენს იმ დანაშაულს, რომელიც ისედაც არის განსაზღვრული კანონმდებლობით უბრალოდ დაემატება სამშობლოს მოღალატის შეფასება“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.