NBC News: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინის ენერგეტიკული ქსელის აღდგენის მხარდაჭერა შეწყვიტა

NBC News: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინის ენერგეტიკული ქსელის აღდგენის მხარდაჭერა შეწყვიტა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინის ენერგეტიკული ქსელის აღდგენის მხარდაჭერა შეწყვიტა. ინფორმაციას ტელეკომპანია NBC News-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინაში USAID-ის თანამშრომლები აცხადებენ, რომ დაფინანსების შეწყვეტა უკრაინის ენერგეტიკულ ქსელს დაუცველს დატოვებს.

NBC News-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე გასცა განკარგულება „ფინანსური სექტორის რეფორმის“ პროგრამის შეწყვეტის თაობაზე.