ზელენსკი გადადგომის შესახებ მოწოდებაზე: ეს გადაწყვეტილება მხოლოდ უკრაინელმა ხალხმა უნდა მიიღოს

ზელენსკი გადადგომის შესახებ მოწოდებაზე: ეს გადაწყვეტილება მხოლოდ უკრაინელმა ხალხმა უნდა მიიღოს

გადადგომის შესახებ მოწოდების ფონზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მხოლოდ უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ ამ გადაწყვეტილების მიღება.

„ეს გადაწყვეტილება მხოლოდ უკრაინელმა ხალხმა უნდა მიიღოს... და თუ ვინმეს არ მოვწონვარ, კარგი. ამერიკელები ხმას აძლევენ ამერიკელ პრეზიდენტს, ხოლო თითოეული ევროპული ქვეყანა ხმას აძლევს თავის პრეზიდენტს“, - განაცხადა მან Fox News-სთან ინტერვიუში.

მანამდე სენატორმა ლინდსი გრემმა თქვა, რომ თეთრ სახლში მოლაპარაკებების ჩავარდნის შემდეგ ზელენსკი ან უნდა გადადგეს, ან შეიცვალოს.