ზელენსკი არ მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპს ბოდიში უნდა მოუხადოს: დარწმუნებული არ ვარ, რომ რაიმე დავაშავეთ

ზელენსკი არ მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპს ბოდიში უნდა მოუხადოს: დარწმუნებული არ ვარ, რომ რაიმე დავაშავეთ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი არ მიიჩნევს, რომ ბოდიში უნდა მოუხადოს დონალდ ტრამპს თეთრ სახლში მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების გამო.

ამერიკულ ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში მას ჰკითხეს, უნდა მოუხადოს თუ არა ბოდიში დონალდ ტრამპს ოვალურ კაბინეტში მომხდარის შემდეგ. მან უპასუხა, რომ თავს დამნაშავედ არ თვლის:

მე პატივს ვცემ პრეზიდენტს და პატივს ვცემ ამერიკელ ხალხს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ღია და ძალიან გულწრფელნი და დარწმუნებული არ ვარ, რომ რაიმე დავაშავეთ.

ზელენსკის თქმით, რუსეთთან კონფლიქტში ამერიკელები და უკრაინელები ერთ მხარეს უნდა იყვნენ.

„იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ჩვენ გვერდითაა. ძალიან მნიშვნელოვანია პუტინის შეჩერება“, - დასძინა მან.