თქვენ დაინახეთ ის, რაც მე ვნახე დღეს - ეს არ იყო ადამიანი, რომელსაც მშვიდობის დამყარება სურდა, - განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ვოლოდიმირ ზელენსკისთან მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებაზე.
„მინდა დაუყოვნებლივი მშვიდობა. პრეზიდენტ პუტინს სურს და აპირებს ამის გაკეთებას, მას სურს ამის დასრულება“, - თქვა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა თქვას, რომ მას მშვიდობა სურს.
„მან [ზელენსკიმ] უნდა თქვას: მე მინდა მშვიდობა. არ უნდა იდგეს და ამბობდეს პუტინი ის, პუტინი ეს, ნეგატიურ რაღაცებს. მან უნდა თქვას, რომ უნდა მშვიდობა. მისი ხალხი კვდება“, - განაცხადა ტრამპმა.
„ის ამბობს, რომ თეთრ სახლში დაბრუნება სურს, მაგრამ მე არ შემიძლია ეს. მათ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ ცეცხლი. ჩვენ გარეშე ის ვერ გაიმარჯვებს. თქვენ ნახეთ ის, რაც მე ვნახე დღეს. ეს არ იყო ადამიანი, რომელსაც მშვიდობის დამყარება სურდა“, - დასძინა მან.