საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ევროკავშირის პროგრამა, რისთვისაც მილიონ ხუთასი ათას ევროზე მეტი გამოიყო, ქვეყანაში დესტაბილიზაციას მოხმარდება.
„ბოლო პერიოდის ისტორია გვასწავლის, რომ ბოროტი განზრახვებით არის სავსე ასეთი პროგრამები, როგორმე ისეთი პროცესები განვითარდეს, რომელიც საქართველოსთვის დამღუპველი იქნება. ამაზე ღიად საუბრობენ. უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს თანხაც ამ მიმართულებით დაიხარჯება“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
„რეაგირება საქართველოსთვის“ - ასე ჰქვია პროგრამას, რომლისთვისაც ევროკავშირმა მილიონ ხუთასი ათას ევროზე მეტი გამოყო. ოფიციალური განმარტების მიხედვით, პროგრამის მიზანია გააძლიეროს კავშირები სამოქალაქო საზოგადოებას და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის და მოამზადოს ისინი ხელისუფლებასთან მნიშვნელოვანი დიალოგისთვის.