სამწუხაროა, მაგრამ ევროკავშირის ელჩი უკვე გახდა ჩვეულებრივი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი,- განაცხადა „ხალხის ძალის“ ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ საქართველოს რეგიონებში გამართული ვიზიტების შეფასებისას.
მისივე თქმით, ჰერჩინსკი „დიფ სთეითის“ ბედს გაიზიარებს.
„ევროკავშირის ფონდებიდან როგორ ფინანსდებოდა შავი ფული, საქართველოში მათ შორის, ამაზე უნდა ესაუბროს ახალგაზრდებს? თუ იმაზე უნდა ესაუბროს ახალგაზრდებს, რომ ტრანსგენდერი და ლგბტ პროპაგანდა დამთავრდა საქართველოსა და მსოფლიოში და ახლა ტრადიციები არის აღსადგენი. სამწუხაროა, მაგრამ ევროკავშირის ელჩი უკვე გახდა ჩვეულებრივი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი. ეს ჩემი სიტყვები კი არ არის მხოლოდ, ეს არის ამერიკის პრეზიდენტის და მისი დეპარტამენტის განცხადებები. აირჩია ევროკავშირის ელჩმა „დიფ სთეითი“? კი ბატონო, გაიზიარებს „დიფ სთეითის“ ბედს“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.