გიორგი ვოლსკი ახალგაზრდებთან პაველ ჰერჩინსკის შეხვედრებზე: არასრულწლოვანებთან შეხვედრა ცუდი არ არის იმ შემთხვევაში, თუ კარგს უყვები, მაგრამ როგორც ვხედავთ, აგრესიისთვის, დაპირისპირებებისთვის ამზადებენ

გიორგი ვოლსკი ახალგაზრდებთან პაველ ჰერჩინსკის შეხვედრებზე: არასრულწლოვანებთან შეხვედრა ცუდი არ არის იმ შემთხვევაში, თუ კარგს უყვები, მაგრამ როგორც ვხედავთ, აგრესიისთვის, დაპირისპირებებისთვის ამზადებენ

საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ შეაფასა ახალგაზრდებთან საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის შეხვედრები, რომლებიც თელავში უნდა გაიმართოს.

„არასრულწლოვანებთან შეხვედრა რასაკვირველია, ცუდი არ არის იმ შემთხვევაში, თუ კარგს უყვები, მაგრამ როგორც ვხედავთ, აგრესიისთვის, დაპირისპირებებისთვის და იმ ჯახებისთვის ამზადებენ, რომელშიც მათ შორის, სამწუხაროდ, სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები არიან ჩართული. ეს არის უმსგავსობა, არ ეკადრება ევროკავშირს, არ ეკადრება მის ელჩს და ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება ჩვენი პოზიცია“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

არსებული ინფორმაციით, ელჩი ახალგაზრდებთან, მათ შორის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრებს ყვარლის შემდეგ თელავში გეგმავს. ცნობილია, რომ საუბრის თემა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური საკითხები და ევროინტეგრაციაა. მმართველ გუნდში დიპლომატის პოლიტიკურ კამპანიაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ჰერჩინსკი საქართველოს შიდა საქმეებში ერევა.

Gami დაინტერესდით, იქნებ პედოფილია ეს ეს ჰერჩინსკი..
2 საათის უკან