დავით მათიკაშვილი: შანტაჟი არ ჭრის არც ბიძინა ივანიშვილზე და არც ჩვენს ქვეყანაზე

დავით მათიკაშვილი: შანტაჟი არ ჭრის არც ბიძინა ივანიშვილზე და არც ჩვენს ქვეყანაზე

შანტაჟი არ ჭრის, არც ბიძინა ივანიშვილზე და არც ჩვენს ქვეყანაზე, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა. ამ კომენტარით დეპუტატი დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში გამართულ სხდომას გამოეხმაურა, სადაც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე იმსჯელეს.

„ღიმილისმომგვრელია ის დაჟინებული მცდელობა, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილზე და საქართველოზე, რაღაცა სანქციებით მოახდინონ შანტაჟი. ეს არის ღიმილისმომგვრელი, რადგანაც შანტაჟი არ ჭრის, არც ბიძინა ივანიშვილზე და არც ჩვენს ქვეყანაზე. დიდი ბრიტანეთის პარლამენტი რას იმსჯელებს და ის ფესვგადგმული „დიფ სთეითი“ სად ამოყოფს თავს და როგორ განმარტებას გააკეთებს, ეს ვერანაირად ვერ იქნება რაიმე ფორმით მათთვის პროდუქტიული. ეს არანაირ შედეგს არ გამოიღებს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ საქართველოში არსებულ მდგომარეობასა და ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე იმსჯელა.