პაატა მანჯგალაძე: კოალიცია დაშლილი არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კოალიციის სუბიექტები გაქრნენ, პარტიები კი არ გაქრნენ, პირიქით, ისინი უნდა გაძლიერდეს 

პაატა მანჯგალაძე: კოალიცია დაშლილი არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კოალიციის სუბიექტები გაქრნენ, პარტიები კი არ გაქრნენ, პირიქით, ისინი უნდა გაძლიერდეს 

მანდატების გაუქმების შემდეგ კოალიციების საფუძველი არც სამართლებრივი და არც სხვა რამ არსებობს, კოალიცია დაშლილი არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კოალიციის სუბიექტები გაქრნენ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ერთიანობაზე როდესაც არის ლაპარაკი, სხვა პარტიების ერთიანობაც უნდა იყოს.

„ერთიანობაზე როდესაც ვლაპარაკობთ, მარტო ჩვენი კოალიციის შიგნით კი არა, კიდევ სხვა პარტიების ერთიანობა უნდა იყოს და ეს ხელს ამას არ უშლის. როცა ვაკეთებ განცხადებას, ეს არის „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადება, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს, ის მისია, ხშირად ერთობლივადაც ვაკეთებთ ხოლმე. პარტიები კი არ გაქრა კოალიციის გამო, პირიქით, პარტიები უნდა გაძლიერდეს, ჯამში, გვექნება ძალა. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ რომ ავიღოთ, ის შედგებოდა – „სტრატეგია აღმაშენებლისგან“, „ევროპული საქართველოსგან“, მასთან ერთად იყო სამი სუბიექტი. ასევე „ახლებში“ იყო რამდენიმე სუბიექტი. ეს ბუნებრივი პროცესია, არაფრისგან ჭიქაში ქარიშხალს რატომ ვქმნით. უამრავი პრობლემაა ქვეყანაში, ხალხი ჩარჩენილია გურიაში და ახლა ვლაპარაკობთ „სტრატეგია აღმაშენებელი“ არის თუ არა „სტრატეგია აღმაშენებელი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

Gami გურიაში თოვლი იმოტომ მოვიდა რომ ერმა და ბერმა ვერ გაარკვია " სტრტეგია აღმაშენებილი არის თუ არა სტრატეგია აღმაშენებელი"? --- რა დღეშია ეს უბედური!
2 საათის უკან