როდესაც საუბარი გვაქვს „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და მასთან ასოცირებულ სხვა პარტიებზე, მე მათ „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ ვეძახი, ამ ყველა უბედურების გამოყენება თავის სასარგებლოდ, მათი ჩვეულებრივი ხელწერაა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ გიორგი გამსახურდიამ.
„ის, კი არა, რომ თავისი წვლილი შეიტანონ სტიქიური უბედურებისას გაჭირვებული ხალხის დასახმარებლად, ამას იყენებენ იმისთვის, რომ რაღაცნაირად მოხდეს მათი რეანიმირება, მაგრამ უკვე მერამდენე არჩევნებია უკვე, მაინც მიდიან და ამ კედელს ურტყამენ თავს. რეალური შედეგი ჩანს არჩევნებზე“, - აღნიშნა მან.
გიორგი გამსახურდია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით რადიკალების ბრალდებებსა და აღნიშნულ საქმეზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებასაც გამოეხმაურა.
„თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ სამასი ათასი კაციდან ერთი კაცი ვერ მივიდა პროკურატურაში, 24 საათი ელოდებიან. ამ რაღაც ტურბულენტობას ქმნიან. თავიანთი დამფინანსებლები, ბაიდენის ადმინისტრაცია წავიდა. ამ კაი კაცმა[ტრამპი] ფარდა ახადა მთელ ამ საშინელ სქემებს. ახლაც სმს-ს ვკითხულობდი, რომ პოლონეთშიც რაღაც თანხები იხარჯებოდა“, - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.