ტვ ფორმულას წამყვანი ტაბლიაშვილი: ტრამპს აქვს დემენცია და ბევრი რამ, რასაც აკეთებს, ამის ბრალია

ტვ ფორმულას წამყვანი ტაბლიაშვილი: ტრამპს აქვს დემენცია და ბევრი რამ, რასაც აკეთებს, ამის ბრალია

„ტრამპს აქვს დემენცია და ყველაფერი თუ არა ბევრი რამ, რასაც აკეთებს, რასაც სჩადის, გაგიკვირდებათ და ამის ბრალია“- ამის შესახებ „ფორმულას“ ჟურნალისტმა, ირაკლი ტაბლიაშვილმა თავისივე ანალიტიკურ გადაცემაში „კონტექსტი“ განაცხადა. 

ტაბლიაშვილი გენერალ ალნურ მუსაევის მოსაზრებასაც ავრცელებს, რომ „1987 წელს, როცა ის კგბ-ს მოქმედი ოფიცერი იყო, კგბ-ს მე-6 განყოფილებამ „დაავერბოვკა“ დონალდ ტრამპი და მას მისცა ფსევდონიმი „კრასნოვი“. 

„შემეძლო მესაუბრა ვერსიაზე, რომლის თანახმადაც 47-ე პრეზიდენტი ჯერ კიდევ 1987 წელს „დაავერბოვკა“ კგბ-მ. გორბაჩოვთან ერთად სწორედ 1987 წელს გადაღებული ფოტო, მაღალი ალბათობით მოსკოვში, უკან სახელმწიფო მდივანი შოლცი. მე არ ვიგონებ. ჩემი არ არის ეს ვერსია. გეტყვით, რომ ასეთი ცნობებიც გაჩნდა ქსელში და ამ ვერსიის ავტორია გენერალი ალნურ მუსაევი. ეს კაცი იყო კგბ-ს მე-6 განყოფილების ოფიცერი და ყაზახეთის ექსპრეზიდენტის ნაზარბაევის თანაშემწე და სწორედ ეს კაცი, მუსაევი, ამბობს, რომ 1987 წელს, როცა ის კგბ-ს მოქმედი ოფიცერი იყო, კგბ-ს მე-6 განყოფილებამ „დაავერბოვკა“ იმხანად 40 წლის ამერიკელი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი და მას მისცა ფსევდონიმი „კრასნოვი“. აქვე, გულახდილად გეტყვით, მე არ მჯერა ამ ვერსიის“.-განაცხადა ტაბლიაშვილმა.

ლაზი ყოველი შემთხვევისთვის, მე კი არ მჯერაო (სიფრთხილეს თავი არ სტკივა, რა იცი რა დროს მოგთხოვენ პასუხს ბრალდებაზე), მაგრამ უტყუარი ფაქტიაო, ის კაცი კგბ-ს მე-6 განყოფილების ოფიცერი იყოო. როცა ასეთებს აწყობთ კგბ-ს არაფერი დაეჯერება, მაგრამ ახლა ვიღაც ოფიცერსაც კი ყველაფერი დაეჯერება. ასეთია ამათი, ტრენინგებით ნასწავლი, "ჭეშმარიტების" სტანდარტი.
4 თვის უკან
trampi ვაააა...ვაი რა დებილია, რა დებილი
ტრამპს ააქვს დემენცია თუ შეენ??...
გაქანებული ავანტურისტი და კარიერისტია
...ხეირისთვის ყველას და ყველაფერს ყიდის--გაყიდის
4 თვის უკან
დოი არა და ამ კაცს პატივს ვცემდი ხოლმე...სულ გამოქლიავდა და გარეკა ამ უბედურმა და უშველოს ვინმემ...
4 თვის უკან