ყველა მხარეს ჰქონდა თავისი მიზანი ამ ომში. არა მარტო რუსეთს, არამედ კოლექტიურ დასავლეთსაც და ეს ყველაფერი მოხდა უკრაინელების ხარჯზე, უკრაინის ტერიტორიაზე, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა რუსეთ - უკრაინის ომზე საუბრისას გადაცემაში „იმედის კვირა“.
„დასაწყისშივე ეს პრობლემატიკა გადმოვიდა საქართველოზე იმიტომ, რომ აქ ოპოზიციამ მაშინვე დაიჭირა აბსოლუტურად ხისტი, კონფრონტაციული პოლიტიკის გატარების სურვილი და პარლამენტში დიდი აყალ - მაყალი მოაწყვეს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ უნდა მიგვეღო ისეთი ტიპის რეზოლუციები, რომელიც მაქსიმალურად გაამწვავებდა ჩვენს დამოკიდებულებას რუსეთთან.
წამოვიდა ძალიან სერიოზული ზეწოლა საქართველოზე შიგნით, ამ ეგრეთ წოდებული ოპოზიციის მხრიდან და გარედან“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.