შალვა პაპუაშვილი: ზოგს სურს, რომ ჟურნალისტური სტანდარტების მიღმა პოლიტიკური აქტივისტები შექმნან ჟურნალისტებისგან და არა ის, რომ მათ ობიექტური ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას. ამიტომ, ბრიტანული სტანდარტით მივუდგებით ამ საკითხს

შალვა პაპუაშვილი: ზოგს სურს, რომ ჟურნალისტური სტანდარტების მიღმა პოლიტიკური აქტივისტები შექმნან ჟურნალისტებისგან და არა ის, რომ მათ ობიექტური ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას. ამიტომ, ბრიტანული სტანდარტით მივუდგებით ამ საკითხს

მედიის კანონს რაც შეეხება, აქ სინამდვილეში არაფერი სიახლე არ იქნება. ის, რაც არის ჟურნალისტური სტანდარტი, ეს ყველასთვის ცნობილია, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას.

მისივე თქმით, ზოგს სურს, რომ ჟურნალისტური სტანდარტების მიღმა ჩვეულებრივად პოლიტიკური აქტივისტები შექმნან ჟურნალისტებისგან.

„მედიის კანონს რაც შეეხება, აქ სინამდვილეში არაფერი სიახლე არ იქნება. ის, რაც არის ჟურნალისტური სტანდარტი, ეს ყველასთვის ცნობილია, უბრალოდ, ეს ყველაფერი მივიწყებულია. ზოგს სურს, რომ ამ ჟურნალისტური სტანდარტების მიღმა ჩვეულებრივად პოლიტიკური აქტივისტები შექმნან ჟურნალისტებისგან და არა ის, რომ მათ ჟურნალისტური საქმიანობით მიაწოდონ ობიექტური ინფორმაცია საზოგადოებას. ამიტომ, აქაც სინამდვილეში სიახლე არაფერი არ არის, თუმცა, ბრიტანულ სტანდარტს, რასაც ჩვენ ვგულისხმობდით, ზუსტად ამ სტანდარტით მივუდგებით ამ საკითხს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მან ასევე უპასუხა კითხვას, თუ ვინ იქნება მედიის ობიექტური შემფასებელი.

„ზოგადად, ტყუილ-მართლის გარჩევა არ არის რთული, როდესაც ადამიანს ეს სურს. რა თქმა უნდა, საკითხი არის იმაზე, რომ დღესაც ეს სტანდარტები მოქმედებს. დღესაც, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ეს სტანდარტები გაწერილია. აქ ახალი არაფერი არ არის. ერთადერთი არის ის, რომ გვაქვს სტანდარტები - 1, 2, 3 სტანდარტი, რომელიც არის, წლებია არსებობს, მაგრამ არ მოქმედებს. ჟურნალისტური სტანდარტები, ყველა ვთანხმდებით, რომ არსებობს, ვიცით რა არის ეს სტანდარტი, მაგრამ არ მოქმედებს. არ მოქმედებს იმიტომ, რომ არის მინდობილი თვითრეგულაციას და არ სურს ამ, ასე ვთქვათ, მედია სამყაროს, რომ ამ სტანდარტების დაცვა თავად უზრუნველყოს. ამიტომ, როცა არის სტანდარტი, რომელზეც ყველა ვთანხმდებით კანონის დონეზე, კანონში წერია ეს, არ არის რაღაც თეორიული სიტყვები, კანონით ვთანხმდებით, რომ არის ეს სტანდარტი და ამ სტანდარტებს ვერ იცავს თავად მედია ორგანიზაციები თვითრეგულაციით, რა თქმა უნდა, აქ უკვე სახელმწიფო ვალდებულია შესაბამისი რეგულაცია შემოიღოს. ხვალ გამოქვეყნდება, ხვალ დავიწყებთ მსჯელობას. არაფერს ახალს ისეთს არ ვიგონებთ, რომელიც არ არსებობს რომელიმე ქვეყანაში და მითუმეტეს, ვამბობთ, ბრიტანული სტანდარტია და გასაგებია მგონი, როგორი მიდგომაც გვექნება. რა თქმა უნდა ყველაფერზე იქნება სასამართლო კონტროლი. ამიტომ, იქნება სრულად გამართული დემოკრატიული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ჟურნალისტური სტანდარტების დაცვას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.