გერმანიაში, ამომრჩევლის 47% პირველ ადგილზე აყენებს მშვიდობასა და უსაფრთხოებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, - განაცხადა გერმანიიდან ფსიქოლოგმა, რუსუდან გორგილაძემ „დღის ქრონიკაში“.
მისი თქმით, გერმანიაში უსაფრთხოება გახდა მთავარი სიტყვა.
„წინა არჩევნებში, 4 წლის წინ, პირველ ადგილზე იდგა გარემოს დაცვა, ახლა გარემოს დაცვა, საერთოდ არ ყოფილა თემა ამ არჩევნების დებატებში. არის ეკონომიკა, არის ადგილობრივი პრობლემები და არის მშვიდობა და უსაფრთხოება. უსაფრთხოების შესახებ ლაპარაკობს ყველა, უსაფრთხოება გახდა მთავარი სიტყვა, რადგან ის პირდაპირ უკავშირდება მომავალს“, - აღნიშნა რუსუდან გორგილაძემ.
გერმანიაში 23 თებერვალს ბუნდესტაგის არჩევნები იმართება.