პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის ურჩევს, დონალდ ტრამპთან მშვიდი და კონსტრუქციული თანამშრომლობის კურსის ერთგული დარჩეს.
„არ მეპარება ეჭვი, რომ პრეზიდენტი ტრამპი ხელმძღვანელობს გლობალური სტაბილურობისა და მშვიდობისადმი ღრმა პასუხისმგებლობის შეგრძნებით“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.