საქართველოს დელეგაციის ყოფნა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, რას ნიშნავს? ავუხსნა ზოგიერთებს? ეს ნიშნავს, რომ ეუთო, რომელმაც დადო საბოლოო ანგარიში საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ამომრჩევლების მიერ არჩეულ ხელისუფლებას აღიარებს. ეუთოს რომ ეს არჩევნები არ ეღიარებინა, საქართველოს დელეგაციას არ მოიწვევდა, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.
მისივე თქმით, ამ სესიაზე საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებს ევროპელებისთვის ბევრი მწარე რამ ჰქონდათ სათქმელი და უთხრეს კიდეც.
"საქართველოს დელეგაციის ყოფნა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, რას ნიშნავს? ავუხსნა ზოგიერთებს? ეს ნიშნავს, რომ ეუთო, რომელმაც დადო საბოლოო ანგარიში საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ამომრჩევლების მიერ არჩეულ ხელისუფლებას აღიარებს. ეუთოს რომ ეს არჩევნები არ ეღიარებინა, საქართველოს დელეგაციას არ მოიწვევდა.
ველოდები როდის გადასცემენ ეუთოს ანათემას სალომე ზურაბიშვილი, რადიკალური ოპოზიცია და რუსთაველზე შაბაშის მონაწილეები.
ამ სესიაზე საქართველოს დელეგაციას ევროპელებისთვის ბევრი მწარე რამ ჰქონდა სათქმელი და უთხრა კიდეც. თუნდაც ის, რომ ევროპის სახელმწიფოთა უმრავლესობამ არ დაგმო აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. "არჩევნები." ტვიტებით მოვაჭრე ჯო უილსონმა კი ქართული დელეგაციისგან მიიღო მისაღები", - წერს ზაალ ანჯაფარიძე.