ვლადიმერ ბოჟაძე ოპოზიციაზე: როგორც ჩანს, მიიღეს დავალება, რომ უკვე ღია კრიტიკა უნდა დაიწყონ პრეზიდენტი ტრამპის

ვლადიმერ ბოჟაძე ოპოზიციაზე: როგორც ჩანს, მიიღეს დავალება, რომ უკვე ღია კრიტიკა უნდა დაიწყონ პრეზიდენტი ტრამპის

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ​​რადიკალური ოპოზიციის მხრიდან წარმოებულ ანტიამერიკულ კამპანიას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მათ ახლა დავალება მიიღეს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უკვე ღია კრიტიკა უნდა დაიწყონ.

„დაიწყეს არა მხოლოდ კრიტიკა, მათ შორის შეურაცხყოფაც. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია არა მხოლოდ საელჩოსგან, სხვა მხრიდანაც იღებს ინფორმაციას, რეალურად თუ რას ნიშნავს საქართველოში რადიკალური პოზიცია, ვის და რას ემსახურებიან და რა ძალების დასაყრდენს წარმოადგენენ ისინი ამ ქვეყანაში“,- განაცხადა ბოჟაძემ.

მეორე დღეა თეთრი სახლის ლიდერი ქართული ოპოზიციური სპექტრის კრიტიკის ობიექტია - კრიტიკული განცხადებები და შეფასებები სოციალურ ქსელშიც აქტიურად ქვეყნდება. დონალდ ტრამპის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებიც.