ჩვენი ,,კუპონა“ ტყუილებში აიჭრა ვერ გადაუწყვეტია სებ-ს საცავი არ უვარგა თუ ყველაზე დაცული საცავი აქვს - ზურაბ ქადაგიძე გოცირიძის დეზინფორმაციას პასუხობს
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე რომან გოცირიძის მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
,,რომან გოცირიძე, ჩვენი ,,კუპონა“ ტყუილებში აიჭრა:
• ჯერ ამბობდა სებ-ს საცავი არ უვარგაო - ახლა აღმოჩნდა რომ ყველაზე დაცული საცავი აქვს...
• სებ-მა რეზერვები გაყიდა - არ უნდა გაეყიდაო...
• სებ-მა რეზერვები იყიდა - რატომ იყიდაო...
• ლარის კურსი მყარდება - არ უნდა გამყარდეს ეს სებ-ის მანიპულაციააო...
• ლარი უფასურდება - არ უნდა გაუფასურდეს ეს სებ-ის ბრალიაო...
• სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შეამცირა - არ უნდა შეემცირებინაო...
• სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დატოვა - უნდა გაეზარდაო...
კიდევ კარგი, საბედნიეროდ, სებ-ი და სრულიად ერი რომანას ჭკუაზე არ დადის, თორემ ხომ დავიღუპებოდით?
ისევ, საკუთარი თავი გამოიძახო ჯობია შაბათ-კვირას სამსახურში და ზე-განაკვეთურები გამოიწერო, დღემდე ლეგენდები რომ დადის ეროვნულ ბანკში
P.S.
კიდევ ის მოჰყევი, ნიკო ნიკოლაძის უკვე დაბეჭდილი კუპიურა, როგორ გადაგახია თავზე სააკაშვილმა.
მოკლედ, 200-იან ბანკნოტზე ნიკოლაძე დააბეჭდვინა გოცირიძემ. (ნიკოლაძის შთამომავლობით ზურაბიშვილი ყელყელაობდა მაშინ) ჰო და - იმ პერიოდს დაემთხვა, სალომე ზურაბიშვილი რომ გადადგა მინისტრობიდან და ამაზე გამწარებულმა სააკაშვილმა გული რომან გოცირიძეზე იყარა - დაიბარა თავისთან და ახალი დაბეჭდილი 200 ლარიანი კუპიურა სულ "პიქსელპიქსელ" გადააყლაპა“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.