როდესაც ხალხი აკეთებს არჩევანს, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მათ ნებას და არჩევნების შედეგებს, - განაცხადა ევროპარლამენტარმა დანილო დელა ვალემ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში. მისი თქმით გაუგებარია რატომ მოუწოდებენ ქართულ მხარეს ეუთოს მიერ აღიარებული არჩევნების ახლიდან ჩატარებისკენ. დელა ვალე ვარაუდობს, რომ „ქართული ოცნება“ ბრიუსელში ძალიან ბევრს არ მოსწონს.
„ბრიუსელში სავარაუდოდ ბევრს არ მოსწონს პარტია, რომელმაც საქართველოს არჩევნებში გამარჯვა. ჩემთვის როდესაც ეუთო აღიარებს არჩევნებს, იქ მთავრდება ყველაფერი და კითხვებს აღარ ვსვამ. ჩვენ შეიძლება ბევრ რამეზე ვიმსჯელოთ, ვაკრიტიკოთ საქართველო, არ მოგვწონდეს გარკვეული შიდა წესები, თუმცა, როდესაც ხალხი აკეთებს არჩევანს, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ხალხის ნებას და არჩევნების შედეგებს. როდესაც ეუთომ დადო დასკვნა და ეს არჩევნები აღიარა, ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა მოვუწოდებდეთ ახალი არჩევნების ჩატარებისკენ“, - აცხადებს ევროპარლამენტარი.