ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ საქართველოს ეროვნული ინტერესების უზრუნველსაყოფად და პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, არის პროქართული პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ საქართველოს ეროვნული ინტერესების უზრუნველსაყოფად და პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, არის პროქართული პოლიტიკა

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ საქართველოს ეროვნული ინტერესების უზრუნველსაყოფად და პოლიტიკა, რომელსაც ვაწარმოებთ, არის პროქართული პოლიტიკა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoche-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს აქვს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა.

„ჩვენ გვაქვს პოლიტიკა, რასაც სტრატეგიულ მოთმინებას ვუწოდებთ და რა თქმა უნდა, ეს სიტუაცია ადვილი არ არის. ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. რუსეთის ფედერაცია აწარმოებს უკრაინაში მიმდინარე ომს.

საქართველოსთვის მდგომარეობა უკიდურესად რთულია. ამიტომ ჩვენ ვატარებთ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას, პრაგმატულ პოლიტიკას. არიან ადამიანები, რომლებსაც ეს არ მოსწონთ. ეს არის მიზეზი, რის გამოც ეს ხალხი ზოგიერთ აუდიტორიას ეუბნება, რომ საქართველოს ხელისუფლება პრორუსულია, ჩვენ კი პროქართულები ვართ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ საქართველოს ეროვნული ინტერესების უზრუნველსაყოფად და პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, არის პროქართული პოლიტიკა, მაგრამ მათ სხვა ინტერესი აქვთ, ჩვენს ოპონენტებს ქვეყნის შიგნით და მათ ლობისტებს საზღვარგარეთ. მათ სხვა ინტერესი აქვთ - ჩვენს ირგვლივ შექმნან რაღაც ახალი კონფლიქტები, რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებში არ შედის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.