ვინმეს თუ მოუნდება დროშა, რომელიც კაპიტოლიუმზე იყო გამოკიდებული, ბილეთები თუ მოუნდება შეერთებულ შტატებში ინაუგურაციაზე, ან არ ვიცი, შეიძლება კალათბურთის მატჩის ბილეთებსაც ყიდდეს ეს ადამიანი, ეწვიოს ჯო უილსონის საიტს, - განუცხადა ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ჯო უილსონთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
მისი თქმით, ეს ადამიანი ჩვენ რომ კონგრესმენი გვეგონა, თურმე აქტიური მოვაჭრეა ნივთებით.
„კეზერაშვილისგან თითოეული „ტვიტის“ დაწერაში თავის გვერდზე, კონკრეტულ თანხას იღებდა, ათასობით დოლარზეა საუბარი.
მისი მეგობარი, ასევე კონგრესმენი, რომელიც ბოლო ხმაზე გაიძახოდა საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე, აღმოჩნდა, რომ კორუმპირებულია და დღეს პროკურატურაშია ამ ადამიანის საქმე“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
ჯო უილსონი, რომელმაც დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე სალომე ზურაბიშვილი დაპატიჟა, ინაუგურაციაზე ბილეთების გაყიდვით ფულს შოულობდა.