ნინო ფოჩხუა: პროკურატურამ დაიწყო გამოძიება საბოტაჟის მცდელობის და ქვეყნის ინტერესების ხელყოფის მიზნით უცხო ქვეყნის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციებისთვის დახმარების ფაქტებზე

ნინო ფოჩხუა: პროკურატურამ დაიწყო გამოძიება საბოტაჟის მცდელობის და ქვეყნის ინტერესების ხელყოფის მიზნით უცხო ქვეყნის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციებისთვის დახმარების ფაქტებზე

სამართალი ურმით დადის, ადრე თუ გვიან ყველას მიადგება კარზეო, ნათქვამია და აი დადგა ის დღე, როცა საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება საბოტაჟის მცდელობის და ქვეყნის  ინტერესების ხელყოფის მიზნით უცხო ქვეყნის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციებისთვის დახმარების ფაქტებზე,  -  წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, გამოძიების დაწყება ისტორიული გადაწყვეტილებაა და იმედოვნებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ყველა პირი დაისჯება. ამასთან, ექსპერტის განცხადებით, ეს საქმე გაფრთხილება იქნება ყველასთვის, ვინც მომავალში დააპირებს ქვეყნის ღალატს. 

"სამართალი ურმით დადის, ადრე თუ გვიან ყველას მიადგება კარზეო, ნათქვამია და აი დადგა ის დღე, როცა საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება საბოტაჟის მცდელობის და ქვეყნის ინტერესების ხელყოფის მიზნით უცხო ქვეყნის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციებისთვის დახმარების ფაქტებზე. ამ გამოძიებას საფუძვლად დაედო "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" პროკურატურაში შეტანილი განცხადება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იკვეთება როგორც გარე, ისე შიდა აქტორებისგან საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების ერთობლიობა.

ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, რომელსაც ანალოგი არ ჰქონია ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიაში. 

იმედს ვიქონიებ, რომ ყველა, ვინც მოქმედებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ პასუხს აგებს კანონის წინაშე. 

ეს საქმე კი იქნება გაფრთხილება მათთვის, ვინ მომავალში დააპირებს ქვეყნის ღალატს." - წერს ნინო ფოჩხუა.