ამირან სალუქვაძე გიორგი გახარიაზე: აფიქრებინოს

ამირან სალუქვაძე გიორგი გახარიაზე: აფიქრებინოს "ოცნების" ამომრჩეველს, რომ ბიძინა ივანიშვილის პროექტია და ადგილობრივ არჩევნებზე ხმები წაართვას

ადრე დავწერე, პარლამენტში შესასვლელად მიზეზს ეძებს მეთქი. მთავარი მიზეზი რატომაც შევა პარლამენტში, იმის გარდა, რომ მისი პარტიიდან ბევრს უნდა შესვლა, არის შემდეგი: აფიქრებინოს "ოცნების" ამომრჩეველს, რომ ბიძინა ივანიშვილის პროექტია და ადგილობრივ არჩევნებზე ხმები წაართვას,  - წერს ექსპერტი ამირან სალუქვაძე, პარტია "გახარია - საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას შესახებ.

როგორც სალუქვაძე აღნიშნავს, გახარია, "ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავებით, ჭკვიანურად იქცევა, ვინაიდან დაფინანსებასაც იღებს და საპარლამენტო სივრცეშიც რჩება. რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას, მათ დაკარგეს პარლამენტის ტრიბუნა - დარჩათ ქუჩა და საკუთარი მედია, ამიტომ არ შეწყვეტენ აქციებს და ნეგატიური დღის წესრიგის შექმნას.

"ვერ დაასრულა 20 იანვრამდე. აწი რას შვება, გამოდის პარლამენტიდან თუ არა?
ადრე დავწერე, პარლამენტში შესასვლელად მიზეზს ეძებს მეთქი.
მთავარი მიზეზი რატომაც შევა პარლამენტში, იმის გარდა, რომ მისი პარტიიდან ბევრს უნდა შესვლა, არის შემდეგი: აფიქრებინოს "ოცნების" ამომრჩეველს, რომ ბიძინა ივანიშვილის პროექტია და ადგილობრივ არჩევნებზე ხმები წაართვას.

თუ ასე არაა, პარლამენტი უნდა დატოვოს და სიები ჩახსნას.

ნაცებისგან განსხვავებით ჭკვიანურად იქცევა: დაფინანსებას იღებს, საპარლამენტო სივრცეში რჩება.

პარლამენტს მიღმა ჩვენს ისტორიაში რომელი პარტია გადარჩა?

ნაცებში ბევრი ნანობს პარლამენტის დატოვებას. არ ელოდნენ თუ გარიცხავდნენ პარლამენტიდან. ეგონათ იგივე იქნებოდა, რაც წინა პარლამენტში.

ახლა დაკარგეს პარლამენტის ტრიბუნა. დარჩათ ქუჩა და საკუთარი მედია. თუ ქუჩა არ არყიეს, დაიკარგებიან. ამიტომ არ შეწყვეტენ აქციებს და ნეგატიური დღის წესრიგის შექმნას.

ახლა ისევ გაახსენდათ სოციალური საკითხები. დაიწყეს ფასებზე და გაჭირვებაზე საუბარი. სულ ახლახან მოუწოდებდნენ ხალხს, გაიფიცეთ, გაიჭირვეთ, ჩამოვაქციოთ ეკონომიკა, თორემ ქვეყანას გვართმევენო.

ახლა ამბობენ ყველას უჭირსო.

თურმე გაჭირვებულებს მოუწოდებდნენ გაჭირვებისკენ.

მაგარი აჭრილები არიან. ტრამპის ქმედებებმა კი მთლად აურია გზა-კვალი, გაუშიფრა დონორები და მათი მიზნები." -  წერს ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში.