ოპოზიცია დღესაც ერთიანია. ვხედავთ მათ ერთ მაგიდასთან. არაერთიანობა არ არსებობს მათთან. ეს არის თვალის ასახვევი ტაქტიკები ხოლმე, როდესაც ამა, თუ იმ საარჩევნო მარათონში, თუ გარე ვიზუალურ წარმოდგენაში როგორ აწყობთ გამოჩნდნენ, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა ერთიანობაა, რაც სამი კომპონენტისგან შედგება – პოლიტიკური პარტიების გაერთიანება და თანამშრომლობა, საზოგადოება და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
კითხვაზე, აქვს თუ არა მას მოლოდინი, რომ ოპოზიციის გაერთიანება მოხერხდება, პაპუაშვილი პასუხობს, რომ ოპოზიცია ისედაც ერთიანია.
„ოპოზიცია დღესაც ერთიანია. ვხედავთ მათ ერთ მაგიდასთან. არაერთიანობა არ არსებობს მათთან. ეს არის თვალის ასახვევი ტაქტიკები ხოლმე, როდესაც ამა, თუ იმ საარჩევნო მარათონში, თუ გარე ვიზუალურ წარმოდგენაში როგორ აწყობთ გამოჩნდნენ. გამოჩნდნენ როგორც ერთი სტრუქტურა, თუ როგორც სხვადასხვა. ეს არის მხოლოდ პიარის საკითხი. ეს არის ერთი ოპოზიცია - „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი იდეოლოგიით, სახეებით და მიზნებით. ასე რომ, არაფერი სხვაობა მათ [ოპოზიციურ პარტიებს] შორის არაა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.