ბავშვებისათვის სამკურნალო მასაჟი ეფექტური მეთოდია სხვადასხვა ფიზიკური,ემოციური და განვითარების პრობლემების მოსაგვარებლად. ის ხშირად გამოიყენება როგორც კომპლექსური თერაპიის მიდგომის ნაწილი. პრაქტიკაში გამოყენებული სამკურნალო მასაჟების ძირითადი სახეობებია:
● შვედური მასაჟი - თერაპიული მასაჟის ყველაზე გავრცელებული სახეობაა,მოიცავს სხეულზე ხანგრძლივ დარტყმით,დაჭიმვით და წრიულ ზემოქმედებას. მიზნად ისახავს სხეულის მოდუნებას,სისხლის ცირკულაციის გაზრდას და კუნთებიდან ტოქსინების გამოთავისუფლებას.
● ჩვილების მასაჟი - ჩვილებისათვის შექმნილი მასაჟის სპეციფიკური სახეობაა. ეს ფორმა ეხმარება მშობლებსა და ჩვილებს შორის ბონდინგს. ასევე ამსუბუქებს კოლიკას,აუმჯობესებს ძილს და ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.
● თერაპიული მასაჟი - მასაჟის მიზანმიმართული ფორმაა,რომელიც გამოიყენება კონკრეტული სამედიცინო ან განვითარების პრობლემების მოსაგვარებლად.
● მიოფასციალური მასაჟი - ტექნიკა გულისხმობს რბილ ზეწოლას მიოფასციალურ შემაერთებელ ქსოვილზე. ხშირად იყენებენ კუნთების დაჭიმვის,ცერებრალური დამბლის ან კუნთოვანი დარღვევების მქონე ბავშვებში.
● რეფლოქსოლოგია - გულისხმობს კიდურების სპეციფიკურ წერტილებზე მსუბუქ ზეწოლას. რეფლოქსოლოგია ამცირებს სტრესს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და წონასწორობას.
მდგომარეობები,რომლის დროსაც გამოიყენება ბავშვთა სამკურნალო მასაჟები:
● ძვალ-კუნთოვანი პრობლემები, მაგ: სქოლიოზი,კუნთების დაჭიმვა ან პოსტურალური დისბალანსი.
● ცერებრალური დამბლა და განვითარების შეფერხება : რეგულარულ მასაჟს შეუძლია დაეხმაროს სპასტიური კუნთების მოდუნებას და გააუმჯობესოს მოძრაობის დიაპაზონი.
● აუტიზმის სპექტრის აშლილობები : მასაჟის თერაპია ხელს უწყობს რელაქსაციას, ამცირებს შფოთვას და აუმჯობესებს სოციალურ და ემოციურ კეთილდღეობას.
● გასტროინტესტინური პრობლემები : მუცლის მასაჟების გამოყენება შესაძლებელია ყაბზობის,კოლიკისა და საჭმლის მონელების სხვა პრობლემების მოსახსნელად.
● სპორტული დაზიანებები
● ძილის დარღვევა : მასაჟი ძილის დარღვევის მქონე ბავშვებში ხელს უწყობს რელაქსაციას და ამცირებს შფოთვას.
ბავშვთა სამკურნალო მასაჟის ბენეფიტები
● აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რაც ხელს უწყობს შეხორცებასა და კუნთების აღდგენას.
● ეხმარება კუნთების რელაქსაციას და ამსუბუქებს ტკივილს. განსაკუთრებით სასარგებლოა ცერებრალური დამბლისა და კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისათვის.
● განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებისათვის სამკურნალო მასაჟს შეუძლია ხელის შეუწყოს მოტორული უნარების გაუმჯობესებას.
● მასაჟებს აქვთ დამამშვიდებელი ეფექტი, ამცირებს შფოთვას, სტრესს და ჰიპერაქტიურობას.
● ასტიმულირებს ლიმფურ სისტემას, რაც ხელს უწყობს დეტოქსიკაციას და იმუნური პასუხის გაძლიერებას.