რეაბილიტაცია სპორტსმენებისათვის

რეაბილიტაცია სპორტსმენებისათვის

სპორტსმენები ხშირად იღებენ ტრავმებს,  სპორტული რეაბილიტაცია კი მიზნად ისახავს პოსტტრავმულ პერიოდში ფუნქციის,მოქნილობის,სიძლიერისა და სისწრაფის აღდგენას და შემდგომი დაზიანებების პრევენციას.  ფიზიკური აქტივობებისას ტრავმის გამომწვევი ფაქტორი მრავალფეროვანია, მაგალითად  სახსრის ჭარბი და არასწორი გამოყენება,სპორტის სახეობასთან ასოცირებული რისკები, ვარჯიშის არასწორი ტექნიკა და სხვა. დაზიანების სიმძიმე შეიძლება მერყეობდეს მსუბუქიდან-მძიმემდე და გავლენას ახდენდეს ნებისმიერი ასაკისა ინდივიდზე. 

სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი გადამწყვეტ როლს ასრულებს პოსტტრავმულ აღდგენაში, შექმნილია სპეციალიზებული მოვლისა და მკურნალობის უზრუნველსაყოფად.
 
გავრცელებული სპორტული ტრავმები

ყველაზე გავრცელებული სპორტული ტრავმებია: 

●    მყესების დაჭიმულობა ან რღვევა

●    კუნთის დაჭიმვა 

●    კონტუზია (სისხლჩაქცევები) - დარტყმის ან დაცემის შედეგად მიღებული დაზიანებაა. 

●    მოტეხილობები

●    დისლოკაცია - სახსრის დაზიანება, რომლის დროსაც ძვალი იცვლის ჩვეულ პოზიციას.

●    ტენდინიტი - მყესების ანთება. ხშრად გამოწვეულია განმეორებითი მოძრაობით ან გადაჭარბებული გამოყენებით.

●    ტვინის შერყევა - თავის დარტყმის შედეგად მიღებული დაზიანება, რაც იწვევს ტვინის ფუნქციის დროებით დარღვევას.

●    მუხლის ლიგატების რღვევა - ხშირია სპორტში, რომელიც მოიცავს ეუცარ გაჩერებას და მიმართულების ცვლილებას.

●    მენისკი - მუხლის სახსრის ხრტილის დაზიანება.

●    დისლოცირებული მხარი -  მხრის სახსრის გადაადგილება

●    ბარძაყის კუნთების დაჭიმულობა

●    ტკივილი წვივის ძვლის გასწვრივ- ხშირია ჭარბი გამოყენების ან არასწორად შერჩეული სავარჯიშო ფეხსაცმლის შედეგად.

●    სტრესული მოტეხილობები

●    აქილევსის მყესის ანთება

●    ბურსიტი - სასახსრე ჩანთის ანთება. ძრითადად გვხვდება მუხლში, იდაყვსა და მხარში.

სპორტული დაზიანებების რეაბილიტაცია
  სწორად შერჩეული სამკურნალო გეგმა და სათანადო სარეაბილიტაციო პროცესი ეხმარება ათლეტს სწრაფად დაუბრუნდეს პირვანდელ საქმიანობას.  რეაბილიტაციის პროცესის დროს შეიძლება გამოყენებული იქნას სხვადასხვა ტექნიკა, შეხორცების დასაჩქარებლად,ტკივილის შესამცირებლად,ფუნქციის აღსადგენად. “ახალი ხედვის” სარეაბილიტაციო ცენტრში,სპორტული ტრავმების სარეაბილიტაციო სერვისების ფართო სპექტრია წარმოდგენილი: 
1.    ფიზიკური თერაპია - სპორტული ტრავმის რეაბილიტაციის პროცესში დიდ როლს თამაშობს ფიზიოთერაპია. ეს სპეციალიზებული მკურნალობაა, სადაც გამოიყენება ისეთი ტექნიკები, როგორიცაა მასაჟი, ვარჯიშები, სხვადასხვა ტექნოლოგიით თერაპია. მაგალითად:

  ულტრაბგერითი თერაპია
  ელექტროთერაპია 

ლაზეროთერაპია

ულტრაფონოფორეზი 
PRP თერაპია 
 მექანოთერაპია 
  პრესოთერაპია  

ფიზიოთერაპია საჭიროა მოძრაობის დიაპაზონის გასაუმჯობესებლად, მიმდებარე კუნთების გასაძლიერებლად და დაზიანებული უბნის ფუნქციონირების აღსადგენად. 

2.    ოკუპაციური თერაპია - ფოკუსირებულია დაეხმაროს ინდივიდს ყოველდღიური საქმიანობისთვის საჭირო უნარების აღდგენაში.

3.    მანუალური თერაპია - მოიცავს მასაჟს,სახსრების მობილიზაციას,რბილი ქსოვილების მანიპულირებას და სხვა. თერაპია ამცირებს ტკივილს,აუმჯობესებს დაზიანებული უბნის სისხლმომარაგებას,აჩქარებს შეხორცების პროცესს. 

4.    სპეციფიკური ვარჯიშები ძალის გასაზრდელად,კუნთების სიძლიერისა და სტაბილურობის გასაუმჯობესებლად.

5.    სათანადო დიეტა - მნიშვნელოვან როლს ასრულებს შეხორცების,ორგანიზმის ჰიდრატაციის,ქსოვილების აღდგენის პროცესში.