კისრის ტკივილს არასწორ პოზაში დიდხანს ჯდომა ან წოლა, არასწორი მოძრაობა, სიმძიმეების აწევა და რომელიმე კონკრეტული დაავადება იწვევს. კისრის ტკივილის მკურნალობასა და პროფილაქტიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება კისრის ბალიშის გამოყენებას. მათი ფართო არჩევანია წარმოდგენილი სამედიცინო კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიებში. ექსკლუზიური ბრენდების მიერ წარმოებული ეს პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასებში - თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისშია წარმოდგენილი. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
● კისრის ორთოპედიული ბალიში - გამოიყენება ისეთი მდგომარეობების დროს, რომლებიც არღვევენ ძილის ხარისხს: თავისა და კისრის ქრონიკული ტკივილი, ხვრინვა, აპნოე ძილის დროს; კისრის ბალიში უზრუნველყოფს კისრისა და მხრის კუნთების, ხერხემლის სვეტის და სასუნთქი გზების სწორი ანატომიური მდგომარეობის შენარჩუნებას ძილის დროს; ასევე გამოიყენება კისრის ოსტეოქონდროზის, ცერვიკალური კიფოზის, მალთაშუა დისკის თიაქრისა და ხერხემლის სხვა პრობლემების დროს;
● კისრის გასაბერი საყელო - საუკეთესო საშუალება კისრის სარელაქსაციოდ და ტკივილის მოსახსნელად. ხსნის დაღლილობისა და დაჭიმულობის შეგრძნებას კისრის არეში. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც კომპიუტერთან მუშაობისას, ასევე სახლის პირობებში, მგზავრობისას ან დასვენებისას. ძალიან მარტივია მისი დარეგულირება და სასურველ ფორმაზე მორგებაც. ეს პროდუქტი დამზადებულია მდგრადი მასალისაგან, რომელიც იბერება და არ ზიანდება ხანგრძლივი და სისტემატური მოხმარებისას.
თუ კისრის ტკივილი გაგრძელდება ოთხი ან ხუთი დღის განმავლობაში და არ გაუმჯობესდება მდგომარეობა, უმჯობესია, მიმართოთ სპეციალისტს, რადგან შესაძლოა ეს პრობლემა სულაც არ უკავშირდებოდეს კომპიუტერთან დიდხანს ჯდომასა და ტელევიზორთან საათების გატარებას. შესაძლოა, ეს გამოწვეული იყოს ნერვის ანთებით ან რომელიმე სხვა დაავადებით.