მთელი ეს სააგენტო ერთ დიდ ტყუილზეა აგებული. ამ პლანეტაზე არ არსებობს USAID-ის ისეთი პროექტი, რომელიც კეთილსინდისიერია, - აცხადებს ფონდი Freedo Online-ის დირექტორი მაიკ ბენცი.
„ყველა პროგრამის უკან დგას ორმაგი მიზანი, რომელიც ჩვენი საგარეო პოლიტიკის ინტერესებს ემსახურება. მაგალითად, თუ უცხო ქვეყანას კონსტიტუციის დაწერაში და სამართლებრივი რეფორმის გატარებაში ვეხმარებით, ამით გვსურს მათი კანონები გავაკონტროლოთ“, - აღნიშნა მაიკ ბენციმ.
ამერიკის კონგრესმა შესაძლოა USAID-ი საერთოდ გააუქმოს. შესაბამისი კანონპროექტი უკვე შემუშავდა. ორგანიზაციის დახურვას უკვე დონალდ ტრამპიც ითხოვს. ამ დროისათვის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამების დაფინანსება მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეჩერებულია, 10 000 კაციანი პერსონალი კი 300 თანამშრომლამდე შეამცირეს.