მამუკა მდინარაძე: აშშ არის ის ქვეყანა, რომელიც დღეს, თანამედროვე, ცივილიზებულ სამყაროში ყველაზე კარგად იცავს თავს გარე გავლენებისგან

მამუკა მდინარაძე: აშშ არის ის ქვეყანა, რომელიც დღეს, თანამედროვე, ცივილიზებულ სამყაროში ყველაზე კარგად იცავს თავს გარე გავლენებისგან

აშშ არის ის ქვეყანა, რომელიც დღეს, თანამედროვე, ცივილიზებულ სამყაროში ყველაზე კარგად იცავს თავს გარე გავლენებისგან. თუ გვინდა თავი დავიცვათ გარე გავლენებისგან, მაშინ „ფარას“ გადმოტანა ამის ერთ-ერთი უებარი საშუალებაა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

„ერთ-ერთ „ნაცს“ გაუბედია და უთქვამს, ეს არ არის ამერიკული კანონიო. კანონი არ არის დაწერილი, ჯერ არაფერი არ არის, ჩვენ უბრალოდ ვამბობთ, რომ დავაინიცრებთ, რაც ამერიკაშია დღეს მოქმედი და ამბობს ამერიკული არ არისო. ვეუბნებით, თქვენ თარგმნეთ-თქო, შევამოწმებთ სწორი ნათარგმნია თუ არა და იმას დავაინიცირებთ-თქო.

ორი დღეა გასუსულები არიან, ხმას ვერ იღებენ, მხოლოდ ერთმა გაბედა რაღაცის თქმა. „ფარაზე“ რაც არის ახლა მოქმედი, ის გადმოვა ჩვენთან და იმიტომ, რომ აშშ არის ის ქვეყანა, რომელიც დღეს თანამედროვე, ცივილიზებულ სამყაროში ყველაზე კარგად იცავს თავს გარე გავლენებისგან. თუ გვინდა ჩვენ თავი დავიცვათ გარე გავლენებისგან, მაშინ „ფარას“ გადმოტანა ამის ერთ ერთი უებარი საშუალებაა, რომ თავი დავიცვათ გარე დაფინანსების მავნე მხარეებისგან. ამიტომ გახდა საჭირო“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.