ჩვენი ოპოზიციისთვის ეს სერიოზული დარტყმაა ისევე, როგორც „ენჯეოებისთვის“, რომლებიც ოპოზიციის ნაწილს წარმოადგენენ და პირდაპირ თუ ირიბად, USAID-გან ან NED-გან ფინანსდებოდნენ, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, რომელიც USAID-ის საქმიანობის შეჩერებასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„ეს, რა თქმა უნდა, არის სკანდალი. ჩვენი ოპოზიციისთვის ეს სერიოზული დარტყმაა ისევე, როგორც „ენჯეოებისთვის“, რომლებიც ოპოზიციის ნაწილს წარმოადგენენ პრინციპში, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად, USAID-გან ან NED-გან ფინანსდებოდნენ, ვინაიდან ისინი დარჩენილები არიან უკვე ამ ძალიან მსხვილი თანხების გარეშე“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მრჩევლის, პოლიტიკოსი რონ პოლის განცხადებით, უკრაინიდან დაწყებული საქართველოთი გაგრძელებული, USAID-ი ერევა უცხო ქვეყნების საშინაო პოლიტიკასა და საქმეებში. თუ ასეთ რამ ჩვენთან მოხდებოდა, ეს ამერიკელებს გაამწარებდა.