ჩვენ თუ დავაკვირდებით „ქართული ოცნებისა“ და აშშ-ს, დასავლეთის ურთიერთობას, ვნახავთ, რომ წლების განმავლობაში „ქართული ოცნება“ მთლიანად გადართული იყო ინტეგრაციულ პოლიტიკაზე, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ისტორიკოსმა, „ხალხის ძალის“ წევრმა ნუკრი შოშიაშვილმა.
მისივე თქმით, ვერავინ დასწამებს „ქართულ ოცნებას“ იმას, რომ ისინი რაღაცნაირად ეწინააღმდეგებოდნენ ამ ინტეგრაციას, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა რატომღაც საკმარისი.
„ამერიკის შეერთებული შტატები არ არის ისეთი მონოლითური სახელმწიფო, როგორც მაგალითად, შეიძლება ითქვას, ჩინეთი. ამერიკის შეერთებულ შტატებში არის რამდენიმე ჯგუფი, მათ შორის, პარტია, პარტიის შიგნით კიდევ სხვადასხვა ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციებში და სახელმწიფო უწყებებში იყრიდა თავს. ტრამპის პირველი პრეზიდენტობის შემდეგ მისთვის ნათელი გახდა, რომ ეს სხვადასხვა ინსტიტუტები, რომლებიც მთელ მსოფლიოში არის მოდებული, პრობლემას უქმნის თვითონ მის პარტიას და მის მომხრეებს. ამიტომ, ახლა ჩვენ ვაკვირდებით შიდა ამერიკულ ელიტურ დაპირისპირებას და შესაბამისად, ის, რომ მისმა კონკურენტებმა, ტრამპის კონკურენტებმა არ მოახერხონ და სხვაგან, მაგალითად, ევროპა იქნება ეს თუ მესამე სამყაროში, არ შეინარჩუნონ საკუთარი ძალაუფლება, ამიტომ, ის უწყვეტს გარკვეულ წილად დაფინანსებებს და ის აჩერებს იმ პოლიტიკებს, რა პოლიტიკებსაც აწარმოებდნენ ტრამპის მოწინააღმდეგე ძალები. შესაბამისად, ჩვენ ახლა ვხედავთ ისეთ რეალობას, სადაც ჩვენი პოლიტიკური ელიტა, ამ შემთხვევაში საუბარია ოპოზიციაზე, რომელიც თანამშრომლობდა იმ ძალებთან, რომელიც ებრძოდნენ ტრამპს და იყო მკვეთრად დაკავშირებული ერთმანეთთან. ჩვენ ეს ვნახეთ როგორც „ვარდების რევოლუციის“ დროს, ვნახეთ მოგვიანებით და დღემდე პრინციპში, ის რაც ხდებოდა თბილისის ქუჩებში, ეს იყო ამ კავშირის ერთ-ერთი შედეგი. ის, რომ ეს პროტესტი მხარდაჭერილი იყო გარედან, დაკავშირებული იყო იმაზე, რომ ესა თუ ის ორგანიზაცია მხარს უჭერდა, საერთაშორისო ორგანიზაციები და პოლიტიკური ძალები, მხარს უჭერდნენ აქაურ ელიტებს.
ჩვენ თუ დავაკვირდებით „ქართული ოცნებისა“ და აშშ-ს, დასავლეთის ურთიერთობას, ვნახავთ, რომ წლების განმავლობაში „ქართული ოცნება“ მთლიანად გადართული იყო ინტეგრაციულ პოლიტიკაზე. ისინი იყვნენ მთლიანად გადართულები, ყველანაირ რეკომენდაციებს ითვალისწინებდნენ. ვერავინ დასწამებს „ქართულ ოცნებას“ იმას, რომ ისინი რაღაცნაირად ეწინააღმდეგებოდნენ ამ ინტეგრაციას, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა რატომღაც საკმარისი. ანუ, აღმოჩნდა ის, რომ თუ შენ არ ხარ მათი პროექტი, არ ხარ უშუალოდ მათი კლუბის წევრი და შენ მათთან თანასწორი ურთიერთობა გინდა, ამ შემთხვევაში ზეწოლა იზრდება შენზე“, - აღნიშნა ნუკრი შოშიაშვილმა.