კაია კალასი: სავაჭრო ომებში გამარჯვებულები არ არსებობენ - თუ აშშ სავაჭრო ომს დაიწყებს, ერთადერთი, ვინც გაიცინებს, ჩინეთია

კაია კალასი: სავაჭრო ომებში გამარჯვებულები არ არსებობენ - თუ აშშ სავაჭრო ომს დაიწყებს, ერთადერთი, ვინც გაიცინებს, ჩინეთია

ყურადღებით ვუსმენდით ამ სიტყვებს და, რა თქმა უნდა, ჩვენც, ჩვენი მხრიდან, ვემზადებით. ცხადია ის, რომ სავაჭრო ომებში გამარჯვებულები არ არსებობენ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის წინ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

კალასმა ევროკავშირის წინააღმდეგ ტარიფების დაწესებაზე დონალდ ტრამპის განცხადებასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა.

„თუ აშშ სავაჭრო ომს დაიწყებს, ის, ვინც გაიცინებს ჩინეთი იქნება. ჩვენ ძალიან ურთიერთდაკავშირებულები ვართ. ჩვენ გვჭირდება ამერიკა და ამერიკასაც ვჭირდებით ჩვენ“, - აღნიშნა კალასმა.

მისი თქმით, ტარიფები ზრდის ხარჯებს და აზარალებს მომხმარებლებს.

ლაზი რევოლუციებით ვაჭრობას დაანებეთ თავი და არავინ არანაირ ომს არ გამოგიცხადებთ. მოეშვით სხვის საქმეებში ჩარევასო, შემოგითვალათ ტრამპმა და თქვენს ეკონომიკას მიხედეთო. აღარ აპირებს თქვენს დოტაციაზე ყოლას და თქვენი უაზრო, გადაგვარებული პოლიტიკის მხარდაჭერას. მორჩაო! ყველამ თავის ეროვნულ, სახელმწიფო ინტერესებს მიხედოსო.
1 საათის უკან
Gami ამ ქალს ჭკვიანი ქმარი ჰყოლია -- "რუსული პარაშუტი" მზად აქვთ. სხვა ბრიუსელ-სტრასბურგელმა ევროპიელებმა იკითხონ...
1 საათის უკან