ლორა თორნტონი საქართველოში პროტესტის მონაწილეებს ახალ ტაქტიკას სთავაზობს - არის ფრანგული მიდგომა: კარგი იქნება, ქართველმა ფერმერებმა ნეხვი ყველა სამთავრობო შენობის წინ დაყარონ!

ლორა თორნტონი საქართველოში პროტესტის მონაწილეებს ახალ ტაქტიკას სთავაზობს - არის ფრანგული მიდგომა: კარგი იქნება, ქართველმა ფერმერებმა ნეხვი ყველა სამთავრობო შენობის წინ დაყარონ!

„მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი და საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი, ლორა თორნტონი, საქართველოში საპროტესტო აქციის მონაწილეებს რჩევებს აძლევს. კერძოდ, ის გამოეხმაურა „დროას“ წევრის მარიკა მიქიაშვილის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც მიქიაშვილი სერბეთის და საქართველოს მაგალითებს განიხილავს და აცხადებს, რომ ვუჩიჩის ჩამოგდება უფრო მარტივია, ვიდრე ივანიშვილის.

როგორც ლორა თორნტონი წერს, მნიშვნელოვანია, პროტესტის მონაწილეებმა ერთმანეთისგან ისწავლონ და ახალი ტაქტიკები სცადონ. მისივე თქმით, სხვადასხვა საპროტესტო გამოსვლები ერთმანეთს სტიმულს აძლევს, რის მაგალითადაც სლოვაკეთი მოჰყავს.

„ეს მნიშვნელოვანია - ისწავლეთ ერთმანეთისგან და აიღეთ ახალი ტაქტიკა! ვფიქრობ, ჰონგ კონგის ქოლგის მოძრაობა იყო საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური და არაჩვეულებრივი საპროტესტო მოძრაობა… (თუმცა ძნელია ჩინეთის დამარცხება). ეს პროტესტი სტიმულს აძლევს ერთმანეთს (სლოვაკეთი და ა.შ.).“ -  წერს თორნტონი.

მისივე განცხადებით, კარგი იქნება, თუ ქართველები ფრანგული პროტესტის ფორმებს გადმოიღებენ და ფერმერები ნაკელით სავსე სატვირთო მანქანებით დედაქალაქში ჩამოვლენ.

„და შემდეგ არის ფრანგული მიდგომა, სადაც მოჰყავთ სატვირთო მანქანები და ხერგავენ მათ დედაქალაქში! კარგი იქნება, ქართველმა ფერმერებმა ნეხვი ყველა სამთავრობო შენობის წინ დაყარონ!!“ -  წერს ლორა თორნტონი X-ზე.

კანუდოსელი და მერე რა ხდება, რა შედეგი დადგება? სუნით შეწუხებული ხალხი გაიქცევა შენობებიდან და ნაცებს დაუთმობს? ვაი თქვენს პატრონს, აღარ იცით რა გზას დააგეთ და სისულელეებს ბოდავთ. წასულია თქვენი საქმე!
2 საათის უკან
მარბიელი თუ ნეხვი არ ეყოთ, ხომ შეიძლება ძძღნერი, ანუ ეს თორნტონი, როტი, ვაშაძე, ხაზარაძე, სამადაშვილი, ხოშტარია, გვარამია, ჩახდილი დაყარონ?
55 წუთის უკან