იტალიის ქალაქ უდინეში 19 ქართველი ქალი დააკავეს

იტალიის ქალაქ უდინეში 19 ქართველი ქალი დააკავეს

იტალიაში, ქალაქ უდინეში, 19 ქართველი ქალი, ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფლობისა და წარმოებისთვის დააკავეს, მათგან 17, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, რომელიც 12 სხვადასხვა პროვინციაში ჩატარდა. სპეცოპერაცია სახელმწიფო პოლიციამ ქალაქ უდინეს პროკურატურის გამოძიებაზე დაყრდნობით განახორციელა. 

აღნიშნულის შესახებ იტალური პრესა წერს.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ შესაბამის ორგანოებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ უდინეში საეჭვოდ ბევრი ქართველი ქალი დაფიქსირდა, რომლებიც ევროკავშირის მოქალაქეებად წარსდგნენ და ჰქონდათ სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, პოლონეთისა და ლიეტუვის მოქალაქეობის დოკუმენტები. ამ მონაცემებით კი, მათ შეძლეს სამუშაოს მიღება, ასევე იმ საგადასახადო და სამედიცინო შეღავათებით სარგებლობა, რომლის მიღებაც მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს შეუძლიათ. 

გამოძიება ვარაუდობს, რომ მოქმედებს რამდენიმე კარგად ორგანიზებული ორგანიზაცია, რომლებიც ყალბ დოკუმენტებს დაახლოებით 600 ევროს სანაცვლოდ ამზადებს. ამ მიმართულებით გამოძიება ისევ გრძელდება. 

რაც შეეხება უკვე დაკავებულ ქალებს, თუ საემიგრაციო სამსახური გადამოწმების შემდეგ დაადგენს, რომ დაკავებულები იტალიაში კანონიერი ცხოვრების უფლებას არ ფლობენ, მათ ქვეყნიდან დეპორტაცია ელით. 

მარბიელი დარწმუნებული ვარ, მათი უმეტესობა მეცოცხეთა მხარდამჭერია, რომლებიც ეკრანიდან ხტებოდნენ წინასაარჩევნოდ
19 საათის უკან