არჩილ გორდულაძე: ოპოზიციის გეგმაა, რომ ექნება გეგმა - ამბობენ, დადგება X დღე და გეგმას გაგაცნობთო, შემდეგ დადგება ის X დღე და ისევ X დღეზე საუბრობენ

არჩილ გორდულაძე: ოპოზიციის გეგმაა, რომ ექნება გეგმა - ამბობენ, დადგება X დღე და გეგმას გაგაცნობთო, შემდეგ დადგება ის X დღე და ისევ X დღეზე საუბრობენ

ოპოზიციის გეგმაა, რომ ექნება გეგმა - ამბობენ, დადგება X დღე და გეგმას გაგაცნობთო, დადგება ის X დღე და ისევ X დღეზე საუბრობენ, - განაცხადა „ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძემ.

„კატეგორიულად არ ვეთანხმები იმ ნათქვამს, რომ ოპოზიცია გეგმის გარეშეა. ოპოზიციას აქვს გეგმა, რომ ექნება გეგმა. ყოველთვის გამოდიან და ამბობენ, დადგება X დღე გეგმას გაგაცნობთო, შემდეგ დადგება X დღე და ისევ X დღეზე საუბრობენ ხოლმე და ეს არის მათი გეგმა და ნარატივი.

არ ვიცი როგორი კომუნიკაცია აქვთ თავიანთ პატრონებთან, მაგრამ ალბათ დავალებები აგვიანებს. აქამდე იმას მაინც ახერხებდნენ, ცდილობდნენ საზოგადოებას ტყუილს როცა შესთავაზებდნენ, რაღაც ცოტა დამაჯერებლობა მაინც ჰქონოდა ამ ტყუილს, ახლა ამასაც ვერ ახერხებენ“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.