არჩილ გორდულაძე ოპოზიციის მიერ სტრასბურგში გაგზავნილ წერილზე: ეს მოღალატეობრივი და მონური ფსიქოლოგიის კიდევ ერთი გამოხატულებაა

არჩილ გორდულაძე ოპოზიციის მიერ სტრასბურგში გაგზავნილ წერილზე: ეს მოღალატეობრივი და მონური ფსიქოლოგიის კიდევ ერთი გამოხატულებაა

მოღალატეობრივი და მონური ფსიქოლოგიის კიდევ ერთი გამოხატულება - წერილი, რომლითაც ე.წ. ოპოზიციონერები და რეალურად ამ ქვეყნის ღალატში არაერთხელ მხილებულები, მიმართავენ სხვადასხვა თანამდებობის პირს თუ ორგანიზაციას იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დააზიანონ, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

„მოღალატეობრივი და მონური ფსიქოლოგიის კიდევ ერთი გამოხატულება - წერილი, რომლითაც ე.წ. ოპოზიციონერები და რეალურად ამ ქვეყნის ღალატში არაერთხელ მხილებულები, ამ ქვეყნის ინტერესების მომავლის წინაშე ბრალდებული ადამიანები მიმართავენ არაერთხელ, როგორც წარსულში, ისე აწმყოშიც სხვადასხვა თანამდებობის პირს თუ ორგანიზაციას ისევ და ისევ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დააზიანონ, ისევ და ისევ იმისთვის, რომ გააშავონ ჩვენი ქვეყნის სახელი და ახლაც, სხვა არაფერი არ არის თუ არა ასეთივე მოღალატეობრივი და სერგო ორჯონიკიძისეული წერილი, რომლის შინაარსი აბსოლუტურად დაცლილი არის ყველანაირი ფაქტისგან და მხოლოდ და მხოლოდ იმას ემსახურება, რომ კიდევ ერთი ნიუსი გაჩნდეს მათ ტელევიზიებში. ეს ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ ხელებით მართული მარიონეტები არიან რეალურად იმ ძალების მიერ, რომლებსაც აქვთ უზარმაზარი გავლენა და განსაკუთრებული გავლენებით სარგებლობენ ახლა, სამწუხაროდ, ევროპაში“, - განაცხადა გორდულაძემ.

სტრასბურგში 27 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დებატები იხსნება. დღის წესრიგშია საქართველოს საკითხიც.

როგორც ცნობილია, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს სამმა ოპოზიციურმა პარტიამ - „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“ მიმართა წერილით, რომ საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება არ დადასტურდეს.

მარბიელი ოპოს პოზიციას არჩევნების გაყალბებასთან მეც არ ვეთანხმები, მაგრამ ..."მოღალატე, მონა და ჯაშუში" აქ არაფერშუაშია; ისინი ამბობენ, რომ რახან არჩევნები გაყალბდა, დღევანდელი პარლამენტის წარმომადგენლები არ არიან ქვეყნის ლეგიტიმური წარმომადგენლები და არ მიიღოთო!
ქვეყნის ღალატი აქ არაფერშუაშია!
თქვენ უნდა დაარწმუნოთ ვინც საჭიროა, რომ 1.არჩევნები არ გაყალბებულა 2. ქუჩაში გამომასვლელები არ იყვნენ მშვიდობიანები 3.მ ამაღლობელი ზის არა ჟურნალისტური საქმიანობისთვის, არამედ პოლიციელზე თავდასხმისათვის ...
თუ თქვენ სიმართლის მიტანა და ხალხის მიერ მიცემული ხმების დაცვა არ შეგიძლიათ, მაშინ მართლა არაა თქვენი ადგილი ხელისუფლებაში!
5 თვის უკან
მარბიელი ანუ ოპო ებრძვის ხელისუფლებას
5 თვის უკან
tamara რატომ ეშინია ამ ქვეყნის მოღალატე ოპოზიციას სტრასბურგში საქართველოს დელეგაციის გამოსვლის გამო, ძნელი მისახვედრი არ არის. სიმართლეს ებრძვიან ყოვლად ბინძური უკადრებელი გზით. გეყოფათ ხალხის ნერვების გლეჯვა. კარგად იცით, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. და იქნებ პირიქითაც მოხდა.
5 თვის უკან