ნინო წილოსანი ბერდია სიჭინავაზე: ეს ვერც პოლიტიკოსად და ვერც კაცად შემდგარი არსება, როცა ქალს საჯაროდ ასე მიმართავს, წარმოიდგინეთ, ყველა სხვა ურთიერთობაში რა სახე ექნება

ნინო წილოსანი ბერდია სიჭინავაზე: ეს ვერც პოლიტიკოსად და ვერც კაცად შემდგარი არსება, როცა ქალს საჯაროდ ასე მიმართავს, წარმოიდგინეთ, ყველა სხვა ურთიერთობაში რა სახე ექნება

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, "გახარია - საქართველოსთვის" წევრის, ბერდია სიჭინავას ვიდეოს აქვეყნებს, სადაც იგი ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტის შეკითხვამ - "რამდენი სქესი არსებობს", გააღიზიანა და ბრიფინგიდან ჟურნალისტის გაყვანა მოითხოვა.

წილოსანის განცხადებით, სურს, რომ ამ სამარცხვინო ვიდეოს განსაკუთრებით გიორგი გახარიას პარტიის ამომრჩევლებმა უყურონ, ვინაიდან დარწმუნებულია, რომ ბერდია სიჭინავა პარტიის სხვა ლიდერებისგან არაფრით განსხვავდება. 

"ეს ვერც პოლიტიკოსად და სამწუხაროდ, ვერც კაცად შემდგარი არსება, როცა ქალს საჯაროდ აი ასე მიმართავს, წარმოიდგინეთ, ყველა სხვა ურთიერთობაში რა სახე ექნება ...  
ამ სამარცხვინო ვიდეოს კი განსაკუთრებით “გახარიების” ამომრჩევლებმა მინდა უყუროთ, რადგან ეს პირი დარწმუნებული ვარ არაფრით განსხვავდება ამ პარტიის სხვა ლიდერებისგან" - წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

https://www.facebook.com/share/v/19s82XnNWN/?mibextid=ww