ვხედავთ, რომ მათ [ოპოზიციას] აღარ აქვთ ისეთი ფინანსური, თუ სხვაგვარი მხარდაჭერა ქვეყნის გარედან და ეს პროცესები ნელ-ნელა დამშვიდებისკენ წავა, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.
ბოჟაძის თქმით, ის საბოლოო ჯამში, ოპოზიციას პარლამენტში ელის.
„მათთვის მთავარი თარიღი იყო 20 იანვარი - პრეზიდენტი ტრამპი უფლებამოსილებას რომ შეუდგებოდა, მას უნდა დახვედროდა ქვეყანაში ან არეულობა, ან შეცვლილი ხელისუფლება, ამისთვის კი ყველაფერი გააკეთა აშშ-ის ყოფილმა ადმინისტრაციამ, ასევე ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლებმა. ვხედავთ, რომ მათ აღარ აქვთ ისეთი ფინანსური, თუ სხვაგვარი მხარდაჭერა ქვეყნის გარედან და ეს პროცესები ნელ-ნელა დამშვიდებისკენ წავა. საბოლოო ჯამში, ოპოზიციას პარლამენტში ველოდებით“, - აღნიშნავს ბოჟაძე.
ცნობისთვის, ხელისუფლების ოპონენტები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ კონკრეტული სტრატეგია ჰქონდათ, რომელსაც 20 იანვრამდე, ანუ ტრამპის ინაუგურაციამდე შეასრულებდნენ, ახლა ამბობენ, რომ მათი მთავარი გეგმა აქციებია.