მიხეილ სადრაძე: ცალსახად დადასტურდა, რომ დაზარალებულია ინვესტორი, ბიძინა ივანიშვილი და ბრალდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა თანხები მიითვისა

მიხეილ სადრაძე: ცალსახად დადასტურდა, რომ დაზარალებულია ინვესტორი, ბიძინა ივანიშვილი და ბრალდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა თანხები მიითვისა

ცალსახად დადასტურდა, რომ დაზარალებული ინვესტორია [ბიძინა ივანიშვილი] და ბრალდებულმა [გიორგი ბაჩიაშვილმა] ეს თანხა მიითვისა, შემდეგ კი აქტივების ლეგალიზაცია მოახდინა, - განაცხადა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.

მისი თქმით, მოწმის ჩვენება საქმის მტკიცებულებებთან თანხვედრაშია.

„მისი ჩვენება მნიშვნელოვანი იყო, რადგან განმარტებები დოკუმენტებთან სრულად თანხვედრაშია, ამ ორ მოცემულობას შორის სრული თანხვედრაა, რაც მტკიცებულების ხარისხზე და მნიშვნელობაზე მიუთითებს“, - განაცხადა პროკურორმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდების საქმეზე დღეს პროკურატურის სამი მოწმე დაიკითხა. მათ შორის იყო დაზარალებულის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, რომელმაც საქმის ფარგლებში მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე ისაუბრა.