პაატა სალია მზია ამაღლობელზე: რადგან ჟურნალისტი და მედიის წარმომადგენელია, პოლიციელს თუ ხელი გაარტყა, უნდა გავათავისუფლოთ და სხვა ადამიანმა რომ გაარტყას პოლიციელს ხელი, ის უნდა დავსაჯოთ?

პაატა სალია მზია ამაღლობელზე: რადგან ჟურნალისტი და მედიის წარმომადგენელია, პოლიციელს თუ ხელი გაარტყა, უნდა გავათავისუფლოთ და სხვა ადამიანმა რომ გაარტყას პოლიციელს ხელი, ის უნდა დავსაჯოთ?

ოპოზიციის ნაწილის მიერ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნაზე შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში. სახელისუფლებო გუნდის წევრების თქმით, მან ჩაიდინა დანაშაული, რომლის ვიდეომტკიცებულებაც არსებობს და კანონის წინაშე ყველამ თანაბრად უნდა აგოს პასუხი.

"გავათავისუფლოთ ვიღაც, იმიტომ, რომ მედიის ან სახელოვნებო სფეროს წარმომადგენელია და ა.შ... ჩემი აზრით, დაუშვებელია. თუ არსებობს გათავისუფლების კრიტერიუმები, უნდა გათავისუფლდეს. რაზე ვსაუბრობთ? რადგან ჟურნალისტი და მედიის წარმომადგენელია, პოლიციელს თუ ხელი გაარტყა, უნდა გავათავისუფლოთ და სხვა ადამიანმა რომ გაარტყას პოლიციელს ხელი, ის უნდა დავსაჯოთ? ორმაგ სტანდარტებს რატომ ვქმნით და რატომ ვუქმნით საზოგადოებას ასეთ მოლოდინებს?", - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე პაატა სალია.